TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

კანტი Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა ** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება) ** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით ** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით ** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში ** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი ** მომწოდებლებთან ურთიერთობა ** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით ** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან ** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან ** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ მოთხოვნები: ** გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში; ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით) ლოკაცია: გლდანი გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი) ანაზღაურება: 3000 ლარის ოდენობით ფიქსირებული (პირველი 3 თვე, სამი თვის შემდეგ + ყოველთვიური 500 ლარიანი საბონუსე ფონდი და კვარტალური 1500 ლარიანი ბონუსი) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!