ბრენდ-მენეჯერის თანაშემწე
Job description
სადისტრიბუციო კომპანია შპს " ჯეოსტარი " აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე. შპს "ჯეოსტარი", დაფუძნდა 1995 წელს და დაფუძნების დღიდან ლიდერ პოზიციებს იკავებს ქვეყნის სადისტრიბუციო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი წარმატებული ბრენდებით, როგორიც არის: BIC, Papia, Familia, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Rogachevsk, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და სხვა. კომპანიის სტრატეგიას წარმოადგენს პროცესის მაქსიმალური მოქნილობა და საუკეთესო მომსახურების მიწოდება კლიენტი კომპანიებისთვის. კომპანია "ჯეოსტარის" ადმინისტრაციული გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებსაც აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პროცესში. რას გთავაზობთ? ** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს; ** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის ქ.#36. ** ანაზღაურება: 1200 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბრენდის განვითარების სტრატეგიის აღსრულებაში აქტიური ჩართულობა, ** ბრენდის სამოქმედო გეგმის, მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის ფორმირებაში აქტიური ჩართულობა, ** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, ** მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, ** აქციების ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, ** ბრენდის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი, ** პრისეილერების, მერჩენდაიზერებისა და პარტნიორი კომპანიების კონსულტანტების ტრეინინგი. მათთვის ბრენდზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. მოთხოვნები, მოლოდინები: ** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა. მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის: ** კომუნიკაბელურობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები ** დეტალებზე ორიენტირებული დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შპს "ჯეოსტარში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს ჯეოსტარ-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. შპს "ჯეოსტარი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!