TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერ-ოპერატორი

ბუღალტერ-ოპერატორი

Fibercell Group Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 14, 2026

Job description

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს " ფაიბერსელ ტექნოლოჯის " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა) სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება) ძირითადი ფუნქციები: ** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში "ბალანსი"; ** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი; ** კონტრაქტების მიხედვით დავალიანებების და მათი დაფარვის მონიტორინგი; ** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და დოკუმენტირება; ** დოკუმენტაციის დაარქივირება; ** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის ან/და საგადასახადო შემოწმების დროს; ** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის უნარები — ბანკებთან, კონტრაქტორებთან და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის; ** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 14 აგვისტოსი .