ბუღალტერი
Job description
შემოუერთდი "TNET" -ის გუნდს ბუღალტრის პოზიციაზე! https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 შენი როლი "თინეთში": ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემაში ასახვა ** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა პროგრამაში ** საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა ** ინვოისებისა და გადახდების დოკუმენტაციის კონტროლი ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მხარდაჭერა ** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება ** მონაცემთა სიზუსტის შემოწმება და კორექტირება ** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა ** ყოველდღიური ოპერაციული ფინანსური დავალებების შესრულება ** მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა და კონტროლი ** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი, პარტნიორებთან შედარების აქტების პერიოდული წარმოება; ** მთავარი ბუღალტრის დავალებით სხვადასხვა საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური პროექტების შესრულება ** გარე და შიდა აუდიტორულ შემოწმებებში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დროული მომზადება; ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 2-3 წლის სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება "თინეთში" დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ. ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected] . რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა. შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.