ბუღალტერი
Job description
სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N16 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; ** სახელმწიფო ხაზინის ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ** ხელფასებისა და სხვა ხარჯების დარიცხვა; ** ფინანსური ფორმების შევსება; ** სალაროს აღრიცხვა, კონტროლი და მართვა; ** საგადასახადო დეკლარაციების შევსება და ატვირთვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით; ** სავალდებულოა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, ORIS); ** მოქმედი ფინანსური, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობის ცოდნა; ** ფინანსური რისკების შეფასებისა და შიდა კონტროლის პროცედურების ცოდნა; ** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.