TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Jul 27, 2026

Job description

შპს " თავისუფალი ხედვის აკადემია " აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის და საფინანსო სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ორგანიზაციის შესახებ შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია" არის კერძო პროფესიული კოლეჯი, რომელიც დაფუძნდა 2024 წელს და სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს მოკლევადიან და გრძელვადიან პროფესიულ სასწავლო პროგრამებს (აღმზრდელი, ფარმაცია, საექთნო განათლება, კომპიუტერული ქსელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა და სხვა). ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://forms.gle/DAmMzHfhcecraNuF6 ამჟამად კოლეჯს 300-მდე სტუდენტი და მსმენელი ჰყავს და მუდმივად ზრუნვას ახალი პროგრამების დანერგვაზე და განვითარებასა და სტუდენტების/მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ აკადემიის სოც. გვერდს: https://www.fva.edu.ge , https://www.facebook.com/FreeVisionAcademy/ დასაქმების ადგილი: თბილისი, თრიალეთის ქ. N50 (ვარკეთილი) მოთხოვნები: ** განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით; ** აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა; ** MS Office-ის ცოდნა; ** სასურველია 1C-თან მუშაობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: ** ორგანიზებულობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სააღრიცხვო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების გატარება; ** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** მომწოდებლებთან მიღება ჩაბარების აქტებისა და შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების კონტროლი; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის და პირველადი დოკუმენტების წარმოება, კონტროლი; ** დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაფაილება; ** მყიდველებთან და მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი; ** Rs.ge-ს პორტალთან მუშაობა; მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება, საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, განცხადებებისა და შეტყობინებების გაკეთება, გაცნობა და ა.შ.; ** საგადასახადო დეკლარაციების შევსება, ჩაბარება. შერჩევის ეტაპები: ** ელექტრონული განაცხადების განხილვა ** გასაუბრება განაცხადის წარდგენა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV გამოცდილების დეტალური აღწერილობიტ) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე ა.წ. 27 ივლისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის და საფინანსო სერვისების განვითარების მენეჯერი"