TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

კამპა Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" კამპა " საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. კამპას სასმელი 15 ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდი შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (კომპანიას ემსახურება ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების შეთანხმებული ლოკაციებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას). სამუშაო დრო: სრული, 09:00-დან 17:00-მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია; ** შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა; ** ინვენტარიზაციის და მარაგების კონტროლი, ხარჯვის ანალიზი; ** თანამშრომლობა აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში; ** საბანკო ოპერაციების წარმოება; ** ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი; ** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი; ** რეალიზაციების გაწერა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი; ** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა; ** წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და დოკუმენტაციის მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ** საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Apex-ის ცოდნას); ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა). პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 15 აგვისტომდე , შემდეგ მისამართზე: [email protected] გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.