TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

არქი თბილისი ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 17, 2026

Job description

კომპანია „არქი “ , წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. არქიში ვეძებთ ბუღალტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა; ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; დადგენილ ვადებში დეკლარირება; ინტერნეტ ბანკინგის მართვა, საბანკო გადარიცხვების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით; მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით; მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; საგადასახადო კოდექსის ცოდნა; Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.