TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური პროცესების ეფექტურად მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** დღგ-ის დეკლარაციების წარმოება; ** საბუღალტრო გატარებების განხორციელება და კონტროლი; ** ბალანსის (Balance Sheet) მომზადება; ** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და მონიტორინგი; ** საბანკო და ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვა; ** ხელფასების დარიცხვა და სახელფასო უწყისების მომზადება; ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება; ** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00; ** სახელფასო დიაპაზონი: 3000-4000 ლარი (ნეტი) ; ** სამუშაო ადგილი: თბილისი. თუ ფიქრობთ რომ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.