ბუღალტერი
Job description
" სენა ავტო ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები: ** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში; ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი; ** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში; ** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში; ** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერტიფიკატი); ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა; ** Fina საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან/და რომელიმე საბუღალტრო და ბიზნეს პროგრამების ცოდნა (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ.); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა; ** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სხარტი აზროვნება; ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!