ბუღალტერი
Job description
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ახალი ხედვის მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ. სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (გადარიცხვების მიმართულებით). სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ესმა ონიანის N17. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: 1700-2000 (NET) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უცხოური და ადგილობრივი საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** გადარიცხვებისთვის საჭირო საფუძვლების/დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა; ** Signify-ის საშუალებით გასაფორმებელი დოკუმენტების ადმინისტრირება/ყოველთვიური გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებები) გაფორმება; ** სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშსწორება ვადების დაცვით; ** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პროგრამულ სისტემაში ასახვა; ** პროგრამა FINA-ს ტექნიკური მხარდაჭერა; ** საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების განხრით; ** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი; ** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი). გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] . აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში. თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.