TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

ენერგო-პრო ჯორჯია Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Jul 22, 2026

Job description

სს " ენერგო-პრო ჯორჯია " აცხადებს კონკურსს ბუღალტრის პოზიციაზე. მოვალეობები: ** კომპანიის ფულადი სახსრების კონტროლი; ** საბანკო ანგარიშების ნაშთების სწორი და დროული აღრიცხვა; ** მიმდინარე საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა; ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა; ** კომპანიის თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა; ** თანამშრომლებისათვის გასაცემი თანხების დაზუსტება და ცვლილებების შეტანა დებიტორული ან სასესხო დავალიანების, გადახდების ან წარმოდგენილი ბიულეტენების გათვალისწინებით; ** კომპანიის სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმოებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ზუსტი დაცვის კონტროლი; ** კომპანიის მფლობელობაში არსებული ინვენტარისა და ქონების აღრიცხვა; ** მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მოძრაობისა და მდგომარეობის აღრიცხვისა და წარმოების კონტროლი; ** კომპანიის ქონების პერიოდული ინვენტარიზაცია; ** საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. საჭირო კვალიფიკაცია: ** უმაღლესი ფინანსური განათლება (სასურველია); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული) (სასურველია); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 22 ივლისის ჩათვლით . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.