ბუღალტერი
Job description
შპს "კლიონ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. 8 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა; ** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი; ** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში; ** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი; ** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში; ** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება; ** RS.GE-ზე მუშაობა კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით); ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამა 1C ცოდნა; ** აუცილებელია რუსული და სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდურობა; ** შრომისმოყვარეობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე რუსულ ენაზე ელმისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება