ბუღალტერი ერთჯერადი პროექტისთვის
Job description
ბუღალტრული მომსახურების გამწევის კომპანია "Nexus Georgia" ეძებს ბუღალტერს ერთჯერადი პროექტისთვის . პროექტის მიზანია კომპანიის შიდა ბუღალტრული აღრიცხვის 2024-2025 წლის მონაცემების გადატანა Fina-ში უახლოესი ორი თვის ვადაში. კომპანიის ოპერაციები მარტივია და ტრანზაქციების რაოდენობა შეზღუდული — ძირითადად მომსახურების მიმწოდებლების ინვოისები და გადახდები, კლიენტებზე გამოწერილი მომსახურების ინვოისები და მიღებული ჩარიცხვები. მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილის Excel-იდან იმპორტი იქნება შესაძლებელი. ძირითადი სამუშაო: ** ბანკის ამონაწერების და პირველადი დოკუმენტების გადახედვა; ** Fina-ს სწორად გამართვა და კონტრაგენტების შექმნა; ** 2024 და 2025 წლის ტრანზაქციების სისტემაში იმპორტი და დამუშავება; ** საბანკო ანგარიშების, კლიენტებისა და მომწოდებლების ნაშთების დადარება პერიოდის ბოლოს; ** კომპანიის junior ბუღალტრისთვის გადაბარება, რომელიც 2026 წლის გატარებებს გააგრძელებს. ანაზღაურება: 3, 000-4, 000 ლარი სრული პროექტისთვის, დაბეგვრამდე. წარმატებული თანამშრომლობისა და შესაბამისი გამოცდილების შემთხვევაში, პროექტი შეიძლება გაგრძელდეს მეორე ეტაპით, რომელიც მოიცავს წარდგენილი დეკლარაციებისა და საგადასახადო აღრიცხვის გადახედვასა და საჭირო რეკომენდაციების მომზადებას. მეორე ეტაპის მოცულობა და ანაზღაურება შეთანხმდება ცალკე. აუცილებელი მოთხოვნები: ** Fina-ს ძალიან კარგი პრაქტიკული ცოდნა; ** მომსახურების გამწევ კომპანიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** Excel-იდან მონაცემების ეფექტურად იმპორტისა და დამუშავების გამოცდილება; ** მონაცემების დამოუკიდებლად შეჯერებისა და დალაგების უნარი; ** პასუხისმგებლობა და შეთანხმებული ვადის დაცვა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია: [email protected] .