TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტერი

ბუღალტერი

კლინტექი Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

შპს "კლინტექ" (ZOMA) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული მწარმოებელია, რომელიც ქმნის ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო და ქაღალდის პროდუქტებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად იზრდება და სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოცდილ ბუღალტერს (1C) , რომელიც გახდება ჩვენი ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წევრი. თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და განვითარების სურვილი - გელოდებით "კლინტექ"-ში. https://zoma.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** 1C პროგრამაში შიდა გადაადგილებების სრულყოფილი ასახვა; ** ზედნადებების მომზადება და გამოწერა; ** საქონლისა და მომსახურების მიღების ოპერაციების გატარება; ** სასაქონლო მარაგების მოძრაობის კონტროლი; ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და შედეგების ასახვა; ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; ** სამეურნეო და სარემონტო ხარჯების პროგრამაში გატარება; ** ანგარიშფაქტურების ატვირთვა; ** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. რას ველოდებით თქვენგან: აუცილებელია ** 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა; ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობა; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს წარმატებულ და მზარდ ქართულ კომპანიაში; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** გრძელვადიან თანამშრომლობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა ** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე) ** სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე ** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე [email protected]