ბუღალტრის ასისტენტი
Job description
ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების კომპანია " ბი ემ ქეი პარტნერს " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის (დამწყები ბუღალტრის) თანამდებობაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა; ** RS-ზე დოკუმენტაციის ატვირთვა/დამუშავება; ** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** მთ. ბუღალტრის სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office, Word, Excel; ** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის საბაზისო ცოდნა (!); ** პრაქტიკულ ბუღალტერიაში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად (!); უნარ-ჩვევები: ** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კონფიდენციალობის დაცვის უნარი; პირობები: ** სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00; ** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი ** ხელფასი: შეთანხმებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 10 აგვისტოს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!