TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრის ასისტენტი

ბუღალტრის ასისტენტი

გოა კრედიტი Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით. საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო სამუშაო გრაფიკი: სრული. სახელფასო ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური მონაცემების ექსელში დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში შეტანა; ** ბუღალტრული ოპერაციების გატარება; ** საბანკო ამონაწერების პროგრამაში იმპორტი და ნაშთების შედარება; ** RS პორტალზე მუშაობა; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა; ** ბუღალტრული საფუძვლების კარგად ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული ბუღალტერიის განხრით; ** სასურველია საბუღალტრო პროგრამის oris 7-ის ცოდნა; ** RS პორტალზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა; ** ყურადღებიანობა და დაკვირვებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე [email protected] . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით, რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციის ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.