TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბუღალტრის დამხმარე

ბუღალტრის დამხმარე

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას - ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ: განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას; კადრების პროფესიონალურ გადამზადებას; მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას; საბონუსე სისტემას; კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვ.) დამუშავება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში (1C ან/და Oris); გადახდების მომზადება და კონტროლი (მიმწოდებლები, თანამშრომლების ხელფასები, გადასახადები); ბანკთან და საგადახდო სისტემებთან მუშაობა (გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების შემოწმება); თვიური/წლიური ანგარიშგების მომზადებაში დახმარება (ბალანსი, მოგება-ზარალი, საგადახდო ვალდებულებები); საგადახდო დავალიანებების (როგორც გადასახდელი, ასევე მისაღები) კონტროლი და რეგულარული შედარება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა (საწყობი, ძირითადი საშუალებები); ბუღალტრისთვის საჭირო ანალიტიკური ცხრილებისა და ანგარიშების მომზადება (Excel-ში); საგადახდო დეკლარაციების მომზადებაში დახმარება (საშემოსავლო, დღგ, ქონების გადასახადი და სხვ.); შიდა დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა და არქივაცია; კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვა. მოთხოვნები კანდიდატთან: უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი); სასურველია 1C ან Oris პროგრამების კარგი ცოდნა; MS Excel-ის საშუალო ან მაღალი დონეზე ფლობა (ფორმულები, Pivot Table, VLOOKUP და სხვ.); საქართველოს საგადახდო კანონმდებლობის ცოდნა; დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და ზუსტი; გუნდური მუშაობის უნარი და კარგი კომუნიკაციის უნარები. ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://credits.selfrecruit.ge/s/4FT1