ბუღალტრის დამხმარე სტაჟიორი
Job description
სამშენებლო კომპანია " გრიდ ქონსთრაქშენი " აცხადებს სტაჟირებას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისში. სტაჟირების პროცესში შერჩეულ კანდიდატს საშუალება მიეცემა შეისწავლოს საბუღალტრო საქმე. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 10 თვიან სტაჟირებას, საიდანაც პირველი თვე იქნება არაანაზღაურებადი, ხოლო დარჩენილი თვეები ანაზღაურებადი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას: ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში; ** ხელფასებთან და ანაზღაურებებთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლში; ** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვის კონტროლში; ** დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მართვაში; ** ბიუჯეტთან დროული და სწორი ანგარიშსწორების უზრუნველყოფაში; ** ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადებაში; ** საგადასახადო და ბუღალტრული რისკების შეფასებაში; კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან კანდიდატები, რომელთა კარიერული ინტერესი მჭიდროდ დაკავშირებულია ბუღალტერიასთან); ** პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურობა; ** დისციპლინირებულობა კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს: CV კანდიდატების შერჩევის ეტაპები: ** CV-ს განხილვა. ** შიდა ტესტირება. ** პრაქტიკული დავალებები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.