ბუღალტრის თანაშემწე
Job description
" ქალაქური " წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება. "ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა) განაკვეთი: სრული სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ ხელფასი: 1800 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** პროგრამაში შეკვეთების მიღება, გადატანა რეალიზაციის მოდულში. დღის ბოლოს საწყობისთვის დატვირთვის ამოღება. ** ზედნადებების ატვირთვა სადისტრიბუციო პროგრამიდან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (+გაუქმებული ზედნადებები) ** საწყობის მენეჯერისთვის ფინანსური რეპორტის მომზადება; ** უკან დაბრუნების ზედნადებების ატვირთვა; ** პროგრამაში არსებული რეალიზაციების და უკან დაბრუნებების ყოველდღიური შედარება საგადასახადო საიტთან; ** რეგიონების ბორტები, ნაშთებისა და ქვეზედნადებების სისწორის კონტროლი; ** ფასების კონტროლი ობიექტების მიხედვით; ** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** საბუღალტრო პროგრამა FMG - ს ცოდნა. ** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.. ** პასუხისმგებლობიანი. ** თვითორგანიზებული. ** პუნქტუალური. შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ტელ. 592 915 599 ქალაქური გისურვებთ წარმატებას!