ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
Job description
შპს " Financial Outsource " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შემოსავის ორდერების და სხვა) წარმოება; ** RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება; ** შედარებები დებიტორ/კრედიტორებთან; ** სახელმწიფო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან სატელეფონო კონსულტაციის მიღება; ** მთავარი ბუღალტრის და მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; ** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; (Excel, Word ცოდნა აუცილებელია) პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის მართვის უნარი; ** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00სთ; ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 72 ანაზღაურება: ფიქსირებული, 1200 ლარი , დაზღვევა ; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] , Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.