TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ჩინეთის ბაზრის განვითარების მენეჯერი

ჩინეთის ბაზრის განვითარების მენეჯერი

Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

" კახური ტრადიციული მეღვინეობა " ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW Group" აცხადებს ვაკანსიას ჩინეთის ბაზრის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. თუ ფლობთ ჩინურ ენას, გსიამოვნებთ საერთაშორისო გარემოში მუშაობა და გაქვთ ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი, ეს პოზიცია თქვენთვისაა. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30 ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ჩინელ პარტნიორებთან გრძელვადიანი და სტაბილური პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, შენარჩუნება და გაღრმავება; ** KTW Group-ისა და ქართული ღვინის კულტურის ღირსეული წარმომადგენლობა ჩინელ პარტნიორებთან, კომპანიის ღირებულებებისა და პროდუქციის ეფექტიანი პრეზენტირება; ** პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ** WeChat-ისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მუდმივი მონიტორინგი, პარტნიორების მოთხოვნებზე დროული რეაგირება და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** პარტნიორების საჭიროებების, მოლოდინებისა და უკუკავშირის მუდმივი ანალიზი, ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება; ** ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა და შეთანხმებების ეფექტიანი კოორდინაცია; ** ექსპორტის მენეჯერის მხარდაჭერა მიმდინარე ოპერაციულ და კომერციულ პროცესებში; ** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია პარტნიორების მოთხოვნების დროული და ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად; ** საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქმიანი მივლინებების განხორციელება, პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრების გამართვა, KTW Group-ისა და ქართული ღვინის ღირსეული წარმომადგენლობა საერთაშორისო გამოფენებზე, დეგუსტაციებსა და საქმიან შეხვედრებზე; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა ჩინური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია საერთაშორისო გაყიდვების, ექსპორტის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** WeChat-ისა და სხვა ბიზნესსაკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ძლიერი ორგანიზაციული და კოორდინაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტიანი მართვის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან ყოველდღიურ საქმიანობას; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო შეხვედრებსა და საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქმიან მივლინებებში. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ჩინეთის ბაზრის განვითარების მენეჯერი". შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის! "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."