ჩინურენოვანი ადმინისტრაციული სპეციალისტი
Job description
ჩინურენოვანი ადმინისტრაციული სპეციალისტი iGaming სფეროში მოქმედი კომპანია "ნექსუს ვეივი" აცხადებს ვაკანსიას ჩინურენოვანი ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური და გამართული მუშაობის ხელშეწყობა; ** ჩინურენოვან თანამშრომლებთან, პარტნიორებსა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი და წერილობითი თარგმნა; ** საოფისე დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერის მოწესრიგება; ** ოფისის ტექნიკური საკითხების მოგვარების კოორდინაცია; ** თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება; ** საოფისე შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა; ** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვაში დახმარება; ** საოფისე მარაგებისა და საჭირო ინვენტარის კონტროლი; ** მომწოდებლებთან, კურიერებთან და მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია; ** ოფისში წესრიგისა და ორგანიზებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა; ** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]