ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
Job description
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია? ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით! თუ მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად! ამჟამად ვეძებთ ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერს თბილისში. გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე, თუ: ** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ; ** ხარ პასუხისმგებლიანი და არ უშინდები გამოწვევებს; ** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა. გაინტერესებს, რას გთავაზობთ? ** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან; ** სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით; ** პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს; ** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია; ** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს — ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება: ** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება); ** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა; ** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტის შეთავაზება. შენგან კი დაგვჭირდება: ** აუცილებელია ჩინური ენის ცოდნა; ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. თუ დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება. რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი — არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიებზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: [email protected]. სამომავლო ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლოა გაზიარებულ იქნას ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მონაცემების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას.