ჩინური ენის თარჯიმანი
Job description
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა. "ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული. კომპანია " Hualing International Special Economic Zone " აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე. ფუნქციები: ** დოკუმენტების, წერილებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების ზუსტი და ხარისხიანი თარგმნა ჩინურ ენაზე; ** შეხვედრებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე თანმიმდევრული თარგმანი ჩინურ ენაზე; ** კომპანიის წარმომადგენელთა შიდა და გარე კომუნიკაციისას თანმიმდევრული თარგმანი ჩინურ ენაზე; ** ჩინურ ენაზე სათარჯიმნო მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** კომპანიის ხელმძღვანელების დავალებების შესრულება - ადმინისტრაციული და პროფესიული მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში. მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება; ** ჩინური ენის თარჯიმნად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; უნარები ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაო ადგილად განსაზღვრულია ოფისი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა, სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30 -18:30 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] 15 აგვისტოს ჩათვლით. თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!