Corporate Customer Technical Support Specialist
Job description
შპს "გოუნეტი" ეძებს კორპორატიული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს , რომელიც ჩაერთვება ბიზნეს კლიენტებისთვის მიწოდებული ქსელური სერვისების მონიტორინგში, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინციდენტების მართვაში. კანდიდატი იმუშავებს თანამედროვე ოპტიკურ და IP/MPLS ინფრასტრუქტურასთან, მონაწილეობას მიიღებს პრობლემების დიაგნოსტიკაში, მომხმარებელთა ტექნიკურ კონსულტაციაში და ქსელის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში. პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება. მოვალეობები: ** კორპორატიული მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა. ** ქსელის სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა. ** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდთან ესკალაცია. ** Cisco, Juniper და სხვა ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა. ** VPN, BGP, OSPF, VLAN, MPLS, QoS და სხვა ქსელური ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ** ოპტიკური ქსელისა და კორპორატიული სერვისების მონიტორინგი და გამართულობის კონტროლი. ** მონიტორინგის სისტემებში დაფიქსირებულ ალარმებზე დროული რეაგირება. ** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ტექნიკური ანგარიშების მომზადება. ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტითა და CRM სისტემის საშუალებით. ** სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა ინციდენტების დროული აღმოფხვრის მიზნით. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, ტელეკომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით. ** TCP/IP პროტოკოლების ცოდნა. ** Routing & Switching-ის საფუძვლების ცოდნა. ** VLAN, STP, OSPF, BGP-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა. ** IP მისამართების დაგეგმვისა და Subnetting-ის ცოდნა. ** Linux-ის ან Windows Server-ის საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** Cisco, Juniper, MikroTik ან სხვა ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე. ** CCNA, JNCIA ან შესაბამისი ცოდნა/სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად. პერსონალური უნარ ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** დროის სწორად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლის სურვილი და პროფესიული განვითარების მოტივაცია. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი. ** ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ** პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (CCNA, JNCIA და სხვა) მომზადების შესაძლებლობა. ** თანამედროვე სატელეკომუნიკაციო და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან მუშაობის შესაძლებლობა. ** მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. ენები: ქართული, ინგლისური, რუსული რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]