TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / Master Control Room Intern

Master Control Room Intern

Qarva Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 1h ago apply by Sep 06, 2026

Job description

კომპანიის შესახებ: ინოვაციების კომპანია "ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 18 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან ქარვა გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი. "ქარვა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას MCR (Master Control Room) ინჟინრის პოზიციაზე. MCR ინჟინერი აწარმოებს SilkTV სისტემის მონიტორინგს. სტაჟირების პერიოდი მთლიანად ეთმობა საქმის სპეციფიკის ადგილზე შესწავლას. ეს პოზიცია საინტერესო იქნება დამწყები სისტემის ან/და ქსელის ადმინისტრატორებისთვის. განვიხილავთ გამოუცდელ, მოტივირებულ კანდიდატებს! ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით. რატომ შეიძლება იყოს ეს როლი საინტერესო: ** იმუშავებ რეალურ IPTV ინფრასტრუქტურასთან (მონიტორინგი, პრობლემების აღმოჩენა და რეალურ ინციდენტებზე რეაგირება) ** ნახავ, როგორ მუშაობს დიდი სისტემების 24/7 ოპერირება ** ისწავლი როგორ მუშაობს IPTV და დიდი ინფრასტრუქტურა რა პროფესიული უნარები სჭირდება MCR ინჟინერს? ** Unix სისტემების საბაზისო ცოდნა ** სასურველია საქსელო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი? ** დისციპლინირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** საქმეზე ორიენტირებულობა ** მუდმივი განვითარების სურვილი როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა? ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ** მხარდამჭერი გუნდი ** ბენეფიტები: ყოველდღიური ლანჩი, ჯანმრთელობის დაზღვევა (სტაჟირების დასრულების შემდეგ), კორპორაციული ღონისძიებები, საჩუქრები ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი: ** გრაფიკი სტაჟირების პერიოდში - თავისუფალი - სტაჟიორი გრაფიკს თავად მოირგებს კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით, სტაჟირების შემდეგ 24 საათიანი ცვლა ოთხ დღეში ერთხელ. ** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში შეადგენს 400 ლარს , სტაჟირების შემდეგ სხვადასხვა დონის მიხედვით მერყეობს 1000-1600 ლარი (დონის მიხედვით, რაც ასევე ტესტირებით განისაზღვრება). ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა 32. გადმოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: [email protected] და სათაურში პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქარვა" უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია შპს " ქარვაში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]