TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დამხმარე აღმზრდელი, უფროსი აღმზრდელი

დამხმარე აღმზრდელი, უფროსი აღმზრდელი

World Vision Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Jul 28, 2026

Job description

" World Vision საქართველო " აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში შემდეგ პოზიციებზე: 1. დამხმარე აღმზრდელი 2. უფროსი აღმზრდელი მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს. დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით. დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა. გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 1. პოზიციის სახელწოდება: დამხმარე აღმზრდელი ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი სამუშა დრო: კვირაში 40 საათი (შეჯამებული აღიცხვის წესით) სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განრიგი წინასწარ ეცნობება თანამშრომელს, . თანამშორმლის გრაფიკი შეიძლება მოხდეს სამი სახის სამუშაო დღის ჭრილში: ** მორიგეობა 24 საათაიანი ცვლაში: სამუშაო საათები: დილის 10:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში და 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით; ** მორიგება ღამის სმენაში, როდესაც სამუშაო საათები იწყება: 19:00 საათიდან და სრულდება 10:00 საათზე, შესვენება 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით; ** მორიგება დღის სმენაში: სამუშაო საათები იწყება: 10:00-ზე და სრულდება 19:00, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში. პოზიციის მიზანი: დამხმარე აღმზრდელის პოზიციის მიზანია ცენტრის აღმზრდელების ჩანაცვლება შვებულებების და ბიულეტინის დროს, რა დროსაც იგი პასუხისმგებელი იქნება დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობაზე, ბავშვები ცნობიერების გაზრდაზე სასიცოცხლო უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებთან დაკავშირებით და მათ ჩართვაზე არაფორმალური განათლების აქტივობებში. ძირითადი მოვალეობები: ** ჩაანაცვლოს აღმზრდელი და უფროსი აღმზრდელი მათი შვებულებაში ყოფნის დროს. ** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში; ** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე; ** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას; ** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტებს (წერა-კითხვა და ანგარიში); ** დააორგანიზოს სხვადასხვა აქტივობები (გასართობი, შემეცნებითი) ბავშვებისთვის და ჩაერთოს მათთან ერთად აქტივობებში; ** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება; ** აწარმოოს ჩანაწერებს ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ; ** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად; ** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმო/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას; ** უზრუნველყოს ბავშების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით; ** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენცილურად დაცვა; ** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფარის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები. სავალდებულო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება; სასურველია უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება სააღმზრდელო/პედაგოგიკის მიმართულებით ** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი) ** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი) ** კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი ** დეტალების მიმართ ყურადღება ** რთული სიტუაციების მართვის უნარი 2. პოზიციის სახელწოდება: უფროსი აღმზრდელი ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი სამუშა დრო: კვირაში 40 საათი (შეჯამებული აღიცხვის წესით) სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა. შვებულებები/ბიულეტინის დროს შესაძლოა გრაფიკი შეიცვალოს შემდეგნაირად: მორიგეობა საღამოს 19:00-დან დილის 10:00 საათამდე, ორ დღეში ერთხელ. პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობა, ბავშვები ცნობიერების გაზრდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე და მათი ჩართვა არაფორმალური განათლების აქტივობებში. ძირითადი მოვალეობები: ** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე; ** ჩართოს ბავშვები არაფორმალური განათლების აქტივობებში; ** ჩართოს ბავშვები ინტელექტუალურ-შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში; ** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში; ** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას; ** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება; ** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტები (წერა-კითხვა და ანგარიში); ** შეაფასოს ბავშვების განათლების დონე; ** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად; ** აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც პედაგოგის ჩართულობას მოითხოვს; ** აწარმოოს ჩანაწერები როგორც ღამის თავშესაფრით მოსარგებლე, ასევე, დღის ცენტრის ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ; ** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმი/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისა