დამხმარე მზარეული
Job description
" Buknari Hotel " აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის (Commis Chef) თანამდებობაზე. ხელფასი: 900 ლარი მდებარეობა: ბუკნარი ძირითადი მოვალეობები: ** ინგრედიენტების დამუშავება და კერძების მომზადება ხელმძღვანელის რეკომენდაციების მიხედვით; ** კერძების სწორი პრეზენტაცია და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა; ** ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და წესების დაცვით გამოყენება; ** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოს სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში; ** კერძების მომზადების ტექნიკების, ინგრედიენტების დამუშავების და სამზარეულოს აღჭურვილობის მართვის საბაზისო ცოდნა; ** HACCP-ისა და სამზარეულოს ჰიგიენის ძირითადი სტანდარტების ცოდნა; ** სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი კულინარიული სერტიფიცირებული კურსები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია და მზაობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; ** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).