TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დამფასოებელი

დამფასოებელი

pepsico Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დამფასოებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა) ძირითადი მოვალეობები: ** შესაფუთ ხაზზე მზა პროდუქციის შეფუთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის შეფუთვა დადგენილი სტანდარტებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად. ** შეფუთვის ხარისხის, ეტიკეტირების, თარიღის, შეფუთვის მთლიანობისა და პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი. ** შეფუთული პროდუქციის შესაბამის ყუთებში განთავსება, დალაგება და შემდგომი გადაადგილებისთვის მომზადება. ** სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ შესაფუთი ხაზის, სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება და სათანადო ჰიგიენურ მდგომარეობაში მოყვანა. ** სანიტარული, ჰიგიენური, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა. ** დანადგარებისა და სამუშაო ინვენტარის სწორი და უსაფრთხო გამოყენება. კანდიდატის პროფილი: ** საბაზისო განათლება; ** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო; ** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ? ** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება ** კონკურენტული ანაზღაურება: 1180 ლარი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) ** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა ** ფიტპასის ან საოჯახო დაზღვევის თანადაფინანსება ** კვება სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე დღის და ღამის ცვლა კვირა მონაცვლეობით. თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] 15 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.