TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი

დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი

pepsico Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 10, 2026

Job description

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დანადგარების მექანიკოს-ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა) ძირითადი მოვალეობები: ** რძის პროდუქტების საწარმოში არსებული შესაფუთი მოწყობილობების დაყენება, ექსპლუატაცია, რემონტი. ** წუნის, ავარიული და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება. ** სამუშაო ადგილის შესაბამის სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაში შენახვა და ხაზის ექსპლუატაციის დაწყებამდე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დადგენილ ნორმებთან მიმართებაში. ** საკონტროლო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ** შესაფუთი მასალების კონტროლი: მიღება, დათვლა, წუნდებული შესაფუთი მასალის აწონვა და ჰოლდის ადგილას მოთავსება, და შესაბამისი ჩეკ-ლისტის შევსება. ** დაფასოების საკონტროლო ფურცლის შევსება; წონის, თარიღის და ჰერმეტულობის კონტროლი ყოველ 1 სთ-ში. კანდიდატის პროფილი: ** პროფესიული/ტექნიკური განათლება; ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე/საწარმოში ჩაითვლება უპირატესობად ** საბაზისო ტექნიკური/მექანიკური უნარ-ჩვევები; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა რას გთავაზობთ: ** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება ** კონკურენტული ანაზღაურება: 2 150 ლარი ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) ** კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 10 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.