TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დარბაზის ადმინისტრატორი

დარბაზის ადმინისტრატორი

ჰიპერმარკეტი Domino თბილისი ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში. ფუნქცია-მოვალეობები: სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა; დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი; სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი; მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება; მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება; ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას; მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში; აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: პროფესიული ან უმაღლესი განათლება; მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა; გუნდის მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი; მაღალი კორპორატიული კულტურა; პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა ანაზრაურება: 1700 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო); ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yh48b8pb