TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი

დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი

ოლიმპი Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას დასაფასოებელი წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში . თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის ხარისხიანი დაფასოება, შეფუთვა და მარკირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** დასაფასოებელი დანადგარებისა და დამხმარე მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი; ** ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა; ** საწარმოო გეგმის დროული, ზუსტი შესრულება და პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლი; ** სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური უნარები: მათემატიკური აზროვნება (მასალების ზუსტი ხარჯვისა და ნაშთების აღრიცხვისთვის); ** გამოცდილება: წარმოებაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** პიროვნული მახასიათებლები: ** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილსინდისიერება და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და ფიზიკური გამძლეობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და სანიმუშო სამუშაო ეთიკა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000+ ლარი ; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25