დასუფთავების დეპარტამენტის დიასახლისი
Job description
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთვების დეპარტამენტში დიასახლისი (კაცი/ქალი)-ის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; თეთრეულის, პირსახოცებისა და ჰიგიენური საშუალებების შევსება; ნომრებში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი; აღმოჩენილი დაზიანებებისა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება; სტუმრების კომფორტისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. პროფესიული მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პერსონალური მოთხოვნები: მოწესრიგებული და ყურადღებიანი; ენერგიული და შრომისმოყვარე; დეტალებზე ორიენტირებული; თავაზიანი და კეთილგანწყობილი; პუნქტუალური და დისციპლინირებული. სამუშაო პირობები: სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო; კვირაში 5 სამუშაო დღე; 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/FBaID