დასუფთავების მენეჯერი
Job description
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია თბილისის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენი სპეციალისტები არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც იყენებენ მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკის დასუფთავების სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** დასუფთავების პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა, კოორდინაცია და კონტროლი; ** ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და ინფექციების პრევენციის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა; ** დასუფთავების ხარისხის რეგულარული მონიტორინგი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა; ** დასუფთავების საშუალებების, ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა; ** თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორი დელეგირება ოთახებისა და სექციების მიხედვით; ** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა, მათი ადაპტაცია და გადამზადება; ** შრომის უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა; ** საჭირო ანგარიშებისა და დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების, მათი დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაეცნოთ და მიიღოთ მათი ასლები, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, გადატანა და გაასაჩივროთ მათი დამუშავება.