დასუფთავების სპეციალისტი / დიასახლისი
Job description
კომპანია „ ქლინ-ლაინსი “ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს აჭარის რეგიონში დასუფთავების სპეციალისტის (დიასახლისის) პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება. ლოკაცია: აჭარა, ბათუმი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ზედაპირების მტვრისგან/ლაქებისგან და სხვა ტიპისდაბინძურებისგან წმენდა; ნარჩენების მართვა; რამდენიმე დავალების ერთდროულად და ეფექტურად შესრულება; საერთო შეხების წერტილების დეზინფექცია; სხვადასხვა ტიპის დასუფთავების სამუშაოების შესრულება; პიროვნული მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პიროვნული მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა და კარგი ორგანიზაციული უნარები; გუნდური მუშაობის უნარი; ფიზიკური შრომისა და დატვირთვისთვის მზადყოფნა; საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენების უნარი (სხვადასხვა ზედაპირის - მარმარილო, ხე, პარკეტი - დაზიანების გარეშე). მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ: ანაზღაურებას დღეში 70 ლარიდან (ხელზე ასაღები); კვებას და სამუშაო უნიფორმას; სამსახურეობრივ დაზღვევას; კომფორტულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი განაცხადი/CV ელ ფოსტაზე - [email protected] . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: ტელ: +995 598 00 00 25. შენიშვნა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „ქლინ-ლაინსმა“ განახორციელოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს „ქლინ-ლაინსში“ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.