დასუფთავების სუპერვაიზერი
Job description
რესტორანი " ქართული სახლი " აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა: ** პერსონალის მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება; ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და რესურსების ეფექტური განაწილება; ** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში მონაწილეობა, ადაპტაციისა და სწავლების მხარდაჭერა; ** დასუფთავების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის სტანდარტების დაცვა; ** არსებული მარაგების, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლი; ** ჰიგიენის, უსაფრთხოების და შრომითი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა; ** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია საერთო მიზნების მისაღწევად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** გუნდის მართვის გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] . მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ჰოსტესი". გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.