TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დასუფთავების ტექნიკოსი

დასუფთავების ტექნიკოსი

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქავთარაძის #23, თბილისი. „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: დასუფთავებისა და სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების განყოფილებაში , ტექნიკოსის პოზიციაზე. გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება (ფიქსირებული)-1609 ლარი (დარიცხული) ძირითადი მოვალეობები: კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; დასუთავების შემდგომ დასუფთავების აღჭურვილობის მოწესრიგება და სუფთა მდგომარეობაში შენახვა; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციომოთხოვნები: საშუალო განათლება; სასურველია სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.