დაცვის თანამშრომელი
Job description
შპს " საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია " აცხადებს ვაკანსიებს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. არსებითი პირობები: ** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ** სამუშაოს გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ ** ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი ** დამატებითი სარგებელი: კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. მოვალეობები: ** ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი; ** დაიცვას უსაფრთხოების წესების დაცვა; ** ვიდეო-კამერებისთვის თვალყურის დევნება; კანდიდატს უნდა ჰქონდეს: ** უსაფრთხოების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მკაფიო გამართული მეტყველების უნარი; კანდიდატი არსებითად მნიშვნელოვანია იყოს: ** პუნქტუალური, დისციპლინირებული, მოწესრიგებული; ** გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზუმე/მონაცემები გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე [email protected] განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 აგვისტო . შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.