დაცვის თანამშრომელი
Job description
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე. ვაჟი - 1 ქალი -1 თანამდებობის მიზანი: სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება; ** სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან; ** სასაშვო რეჟიმის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი; ** სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება; ** დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია; ** სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა; ** სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებართვოდ დატოვების კონტროლი; ** მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად; ** შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა; ** სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ** სკოლის ტერიტორიაზე მოწევის აკრძალვის კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულება. კვალიფიკაცია: ** განათლება: საშუალო განათლება; ** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: ** სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები; ** ბავშვის უფლებათა კონვენცია; ** სკოლის შინაგანაწესი; ** შიდასამართლებრივი აქტები; ** ფიზიკური მომზადება. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ყურადღებიანობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი. ხელფასი: 1250 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64 tel: 2 78 96 11 გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ სკოლის მეილზე - [email protected]