დაცვის უფროსი
Job description
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: ** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ ** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage ** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უსაფრთხოების დეპარტამენტის წლიური სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება, შეთანხმება და შესრულების კონტროლი. ** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მათი ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა. ** უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. ** დაცვის გუნდის შერჩევა, ადაპტაცია, ტრენინგების ორგანიზება, მოტივაცია და ყოველდღიური მართვა. ** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, შესრულების შეფასება და დისციპლინის კონტროლი. ** უსაფრთხოების ტექნიკური სისტემების (CCTV, დაშვების კონტროლის სისტემა, საკეტები, გასაღებების მართვის სისტემა, განგაშის სისტემები და სხვა) გამართული მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება. ** ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება, შესაბამისი რეაგირება და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინიცირება. ** კომპანიის ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა და დანაკარგების პრევენციის პროცესების მართვა. ** ტერიტორიის სრული უსაფრთხოების კონტროლი, მათ შორის: ** შესასვლელ-გასასვლელების მონიტორინგი; ** პატრულირების ორგანიზება; ** უცხო პირებისა და ცხოველების ტერიტორიაზე არ დაშვების კონტროლი; ** სატრანსპორტო მოძრაობისა და პარკირების წესრიგის უზრუნველყოფა. ** საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება, განახლება და პრაქტიკული დანერგვა. ** ინციდენტებსა და კრიზისულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება, ევაკუაციის პროცესის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება. ** უსაფრთხოების დარღვევებისა და ინციდენტების დეტალური ანგარიშების მომზადება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. ** შიდა დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. ** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში. საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები და უნარები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, უსაფრთხოების მართვის ან დაკავშირებული მიმართულებით). ** დაცვის/უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. ** უსაფრთხოების სისტემების, დაშვების კონტროლის, ვიდეომეთვალყურეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრაქტიკული გამოცდილება. ** უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა. ** MS Office (Word, Excel, Outlook) - კარგი ცოდნა. ** ვიდეომეთვალყურეობის (CCTV/VMS) და დაშვების კონტროლის (Access Control) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** უსაფრთხოების ელექტრონული სისტემებისა და ინციდენტების აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა. ** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები. ** კრიზისულ და კონფლიქტურ სიტუაციებში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** ემოციური სტაბილურობა, თავშეკავებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ** ანალიტიკური და რისკების შეფასების უნარი. ** დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მაღალი უნარი. ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ** დეტალებზე ორიენტირებულობა, დისციპლინირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი. შერჩევის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა ** გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის უფროსი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტის ინფორმირება: მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33). 2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. 3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956). 5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება. 6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას. 7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით. 8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლი