დემი შეფი
Job description
რესტორანი " ბაზზარი " აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** რეცეპტების დაცვა; ** ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება; ** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება; ** გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; ** პროდუქტების დამუშავების, დახარისხებისა და შენახვის ცოდნა; ** შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება; ** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი; ** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი. ანაზღაურება და პირობები: ** ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები); ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება. გრაფიკი: ** კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი); ** 9 საათიანი სამუშაო ცვლა (1 საათი დასვენება). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ შეტყობინების "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.