დემი შეფი
Job description
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. რესტორანი "BRØD" -ის სამზარეულოში ვეძებთ დემი შეფს . სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე ანაზღაურება: თვიური საშუალო ხელფასი 1400 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუში არსებული კერძების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის დახმარება კერძების მომზადებაში, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით ** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირიებისთვის, საჭიროებისამებრ ** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლიანობა, გუნდურობა ** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა ** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები ** მსგავსი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.