დემი შეფი
Job description
" Buknari Hotel " აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის თანამდებობაზე. ხელფასი: 1, 400 ლარი მდებარეობა: ბუკნარი ძირითადი მოვალეობები: ** სუ შეფის ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა; ** კერძების ხარიხის, გემოს სტანდარტისა და პრეზენტაციის კონტროლი; ** სამზარეულოს გუნდის სამუშაოს სიზუსტის უზრუნველყოფა; ** კერძების მომზადებაში მონაწილეობა შეფის მიერ განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით; ** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** სუ შეფთან თანამშრომლობით გუნდის მოტივაციისა და სამუშაო დისციპლინის შემუშავება; ** პრობლემური საკითხების გამოვლენა და ეფექტური რეაგირება; ** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის ზედამხედველობა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში და კონკრეტულ სექციაში; ** HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ** პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები; ** ეფექტური კომუნიკაციის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).