დღის ექთანი - სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი
Job description
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00 განყოფილება: სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XIf2X0y გისურვებთ წარმატებას!