TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დღის სანიტარი

დღის სანიტარი

Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი "ჯაფარიძე / ქევანიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე ამბულატორიულ განყოფილებაში. მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13 სამუშაო გრაფიკი: კვირის სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირა დასვენება. ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები. მოვალეობები: ** კლინიკის ამბულატორიული სივრცის (კაბინეტების და დერეფნის ნაწილი) ყოველდღიური დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** 2 სველი წერტილის დასუფთავება და სანიტარიულ-ჰიგიენური კონტროლი; ** დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებების და ინვენტარის სწორი გამოყენება/მოვლა; ** უსაფრთხო სამედიცინო ნარჩენების გატანა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სანიტრის პოზიცია") ან დარეკეთ 593 133642. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კლინიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!