დღის ცენტრის ფსიქოლოგი
Job description
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება " აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან, იყოთ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მათ განვითარებასა და მხარდაჭერაში, შემოგვიერთდით. ძირითადი მოვალეობები: ** ბენეფიციართა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება ** ინდივიდუალური მომსახურების/განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ** ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა ბენეფიციარებთან ** ბენეფიციართა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ** მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში ** მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (გაძლიერება და მონიტორინგი) ** ბენეფიციართა შეფასება-გადაფასების პროცესში მონაწილეობა ** ყოველთვიური ანგარიშებისა და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მეთოდების ცოდნა ** MS Office-ის საბაზისო ცოდნა პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** ემპათიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი ** პროფესიული განვითარების სურვილი სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "დღის ცენტრის ფსიქოლოგი" განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026.