დიასახლისი
Job description
ფარმაცევტული კომპანია " CIS FARMA " LLC / შპს "სიაიეს ფარმა" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დასუფთავების თანამშრომელი) პოზიციაზე. გვესაჭიროება დამლაგებელი (22-დან 50 წლამდე). ძირითადი მოვალეობები: ** საოფისე, საწარმოო და საერთო სივრცეების დასუფთავება დამტკიცებული სტანდარტებისა და გრაფიკის შესაბამისად; ** სამუშაო ზედაპირების, იატაკების, სველი წერტილებისა და საერთო გამოყენების სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა; ** ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენება, ინვენტარის მოვლა და შენახვა; ** ნარჩენების დროული გატანა და ჰიგიენური საშუალებებით შევსება; ** ჰიგიენის, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა; ** დასუფთავების ჟურნალებისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** დაბინძურების, დაზიანების ან სხვა გადახრების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავეზე ორიენტირებულობა; ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები და თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; ** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** ტრენინგებსა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში. ანაზღაურება: დირექტორთან შეთანხმებით, გასაუბრების შემდგომ. სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:30-18:00 სთ; ** შაბათი, კვირა და უქმე დღეები - დასვენება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 593 555 630 - კომპანიის ოფის მენეჯერი.