დიასახლისი
Job description
" Farmarea " აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საოფისე სივრცეების ყოველდღიური სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა. ** შოურუმისა და სამაღაზიე სივრცის დასუფთავება და მოწესრიგება. ** სერვის ბოქსის დასუფთავება და ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება. ** საწყობის პერიოდული დალაგება და მოწესრიგება. ** სამზარეულოს, სველი წერტილებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება. ** ავეჯის, იატაკის, მინების, კარებისა და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა. ** ნარჩენების დროული გატანა და კომპანიის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა. ** დასუფთავების ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების მოწესრიგებული გამოყენება და მათი მარაგის შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება. მოთხოვნები: ** ასაკი: არაუმეტეს 50 წლისა. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა. ** სისუფთავისა და წესრიგისადმი განსაკუთრებული ყურადღება. ** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება და ორგანიზებულობა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას. ** კომფორტულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს. ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. დროულ და სტაბილურ ანაზღაურებას. სამუშაო გრაფიკი: ** კვირაში 3 სამუშაო დღე (გრაფიკი შეთანხმებით) ** ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ** შაბათი 08:30-17:00 ანაზღაურება: 1200 ₾ ხელზე ასაღები Farmarea · შემოუერთდით ჩვენს გუნდს დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით: 598 88 44 33 577 123 723