დიასახლისი
Job description
"Blue Sky" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე დასუფთავების დეპარტამენტში. უშუალო ხელმძღვანელი: დასუფთავების დეპარტამენტის უფროსი სუპერვაიზერი პოზიციის ზოგადი მიმოხილვა და მიზანი: დიასახლისს ევალება სასტუმროს ოთახებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოვლა-დასუფთავება, სამრეცხაოს მომსახურების პროცედურის დაცვა, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პროცედურებზე მკაცრი მიყოლა. შიდა საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად მისი აღსრულება. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** თანამშრომლებს შორის ჯანსაღი და კოლეგიალური კომუნიკაცია; ** სასტუმროს ნომრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დასუფთავება. დალაგების წესებისა და პროცედურების ცოდნა; ** სასტუმროს სტანდარტის გათვალისწინებით ნომრის დასუფთავება; ** სასტუმროს სტანდარტის გათვალისწინებით შემოწმება დაზიანებული და დარჩენილი ნივთების . დაზიანების შემთხვევაში საინჟინრო დეპარტამენტთან კოორდინაცია, დარჩენილი ნივთის შემთხვევაში ნივთების გადაბარება უშუალო ხელმძღვანელზე; ** ოთახებსა და სველ წერტილებში საჭირო ინვენტარის შევსება; ** თეთრეულის გადახარისხება ზომებისა და ნომინაციების მიხედვით და რაოდენობის კონტროლი; ** საზოგადოებრივი ადგილების კონტროლი: ნაგვის ურნების დასუფთავება, ლიფტებისა და სველი წერტილების დასუფთავება; ** საზოგადოებრივი ადგილებში არსებული დაზიანებების გადაცემა შესაბამისი განყოფილებისთვის; ** სტუმრის სარეცხის მიღება სტუმრის მიერ შევსებულ ფორმასთან ერთად, მასზე აღნიშნული ნიშნულების მიხედვით დახარისხება, ხარჯთაღრიცხვის ფორმის შევსება და შემდეგ მათი დანაწილება ოთახებისა და მომსახურების მიხედვით; ** მომდევნო ცვლისთვის სამუშაო გარემოს მოწესრიგება; ** განრიგის შემოწმება, საჭირო ინფორმაციის გადაცემა მომდევნო ცვლისთვის და აუცილებელი ინფორმაციის გაზიარებისთვის ლოგ ბუქის წარმოება; ** დღის მანძილზე შესრულებული დავალებების სამუშაო ფურცელზე აღწერა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება. სასტუმროს დატვირთულობის გათვალისწინებით, დიასახლისის მიერ საშუალოდ დღიურად უნდა დალაგდეს არა ნაკლებ 10 ოთახისა. (აუცილებელია სამუშაო ფურცელზე თარიღისა და ხელწერის დაწერა და მისი დაარქივება); ** სამუშაო ინვენტარის სწორი ექსპლუატაცია და ამენითების სტანდარტის მიხედვით გამოყენება. (მარაგების სტანდარტის მიხედვით გამოყენება); ** პირადი და სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამუშაო ინვენტარის აღებისა და ჩაბარების შიდა საოპერაციო სტანდარტის მიხედვით მოხმარება; ** უნიფორმისა ტარება და სასტუმროს შიდა გრუმინგის სტანდარტის დაცვა; ** შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სამუშაო აღწერილობა აღწერს ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც მისი შემუშავების მომენტში შეესაბამება პოზიციის მიზანს. ისინი შეიძლება შეიცვალოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარების, ახალი სტანდარტებისა და მიმართულებების დანერგვის, კომპანიის მიზნების შესაბამისად, იმგვარად, რომ არ სცდებოდეს შესაბამისი პოზიციის როლსა და მიზანს. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]